14/10/2024
11:45
მსოფლიო
ესპანელი მეცნიერების მიერ ჩატარებული ახალი გენეტიკური კვლევის თანახმად, რომელიც მიზნად ისახავდა ნათელი მოეფინა მრავალსაუკუნოვან საიდუმლოს, ცნობილი მკვლევარი კრისტოფერ კოლუმბი ესპანურ-ებრაული წარმოშობის იყო.
მეცნიერები თვლიან, რომ მკვლევარი, რომლის ექსპედიციამ ატლანტის ოკეანეში [1492 წელს] მსოფლიო ისტორიის მიმართულება შეცვალა, დასავლეთ ევროპაში, შესაძლოა ქალაქ ვალენსიაში, დაიიბადა.
მეცნიერების აზრით, კოლუმბმა, რელიგიური დევნისა და კათოლიციზმე იძულებით გადასვლის თავიდან ასაცილებლად, თავისი ებრაული წარმოშობა დამალა. დნმ-ის შესწავლა ეწინააღმდეგება ტრადიციულ თეორიას, რის გამოც ბევრმა ისტორიკომა ეჭვქვეშ დააყენა, რომ მკვლევარი წარმოშობით იტალიის ქალაქ გენუიდან იყო.
25-მდე ურთიერთსაწინააღმდეგო თეორია არსებობდა კოლუმბის დაბადების ადგილის შესახებ, მათ შორისაა პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, პორტუგალია, უნგრეთი და სკანდინავია. ახალი აღმოჩენები 20-წლიან კვლევას ეფუძნება. კვლევა 2003 წელს დაიწყო, როდესაც გრანადას უნივერსიტეტის სასამართლო მედიცინის პროფესორმა ხოსე ანტონიო ლორენტემ და ისტორიკოსმა მარსიალ კასტრომ სევილიის ტაძრიდან კოლუმბის ნაშთები ამოიღეს.
კოლუმბი ესპანეთის ქალაქ ვალადოლიდში 1506 წელს გარდაიცვალა, თუმცა მას კარიბის ზღვის კუნძულ ჰისპანიოლაზე დაკრძალვა სურდა. 1542 წელს, მისი ნეშტი კუნძულზე, საუკუნეების შემდეგ - კუბაში, საბოლოოდ კი - სევილიაში გადაასვენეს.
მკვლევარებმა ასევე დნმ-ის ნიმუშები სამარხიდან, კოლუმბის ვაჟის, ერნანდოსა და ძმის, დიეგოს, ჩონჩხიდან, აიღეს. მას შემდეგ მეცნიერებმა ეს გენეტიკური ინფორმაცია ისტორიულ ფიგურებისა და მკვლევარის ნათესავების გენეტკურ მონაცემებს შეადარეს.
საყოველთაოდ მიღებული თეორიის თანახმად, კოლუმბი გენუაში, 1451 წელს, ფეიქრების ოჯახში, დაიბადა. ექსპერტების განცხადებით, კოლუმბი, სინამდვილეში, ესპანეთში, სავარაუდოდ, ვალენსიაში ცხოვრობდა და ის ებრაელი იყო. ესპანეთში 300,000-მდე ებრაელი ცხოვრობდა მანამ, სანამ ისინი, მუსლიმებთან ერთად, იძულებულნი გახდნენ, კათოლიციზმზე გადასულიყვნენ ან ქვეყანა დაეტოვებინათ 1492 წელს, სწორედ იმ დროს, როდესაც ქრისტეფორე კოლუმბმა პირველად დადგა ფეხი ამერიკის მიწაზე.
0
0