27/07/2022
13:46
მსოფლიო
ივნისში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მეცნიერებს რეკომენდაცია გაუწია, რომ განაგრძონ Covid-19-ის პანდემიის წარმოშობის ყველა შესაძლო ვარაუდის, მათ შორის, ვირუსის ლაბორატორიიდან გაჟონვის ვერსიის, კვლევა. ორი ახლადგამოქვეყნებული კვლევა სრულიად განსხვავებულ მიდგომას მოიცავს, მაგრამ მიდის ერთსა და იმავე დასკვნამდე: დიდი ალბათობით, კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრი ჩინეთის ქალაქ ვუჰანში მდებარე ჰუნანის ზღვის პროდუქტების ბაზარი იყო.
„განსაკუთრებული“ ნიმუში, რომელიც ამ შემთხვევების რუკების შედგენისას გაჩნდა, ძალიან მკაფიო იყო. მკვლევარებმა შეადგინეს ვირუსის ყველაზე ადრეული შემთხვევების რუკა, რომლებსაც არ ჰქონდათ კავშირი ბაზართან; დაინფიცირებული ადამიანები ცხოვრობდნენ ან მუშაობდნენ ბაზრის სიახლოვეს. ეს იმის მანიშნებელია, რომ ვირუსმა დაიწყო გავრცელება იმ ადამიანებში, რომლებიც მუშაობდნენ ბაზარში, მაგრამ შემდეგ მოედო მიმდებარე ადგილობრივ დასახლებას, რადგანაც მოვაჭრეები ადგილობრივ მაღაზიებში შედიოდნენ და, შესაბამისად, იქ მომუშავე ადამიანები დააინფიცირეს,“ - თქვა კვლევის კიდევ ერთმა თანაავტორმა, მაიკლ ვორობეიმ, არიზონას უნივერსიტეტის ეკოლოგიისა და ევოლუციური ბიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
მეორე კვლევა მოლეკულურ მოდელს ეყრდნობა და განსაზღვრავს, როდის გადავიდა პირველი კოროვირუსული ინფექციები ცხოველებიდან ადამიანებზე. ამ კვლევამ აჩვენა, რომ კორონავირუსის ყველაზე ადრეული ვერსია სხვადასხვა ფორმით დაიწყო, რომელსაც მეცნიერები უწოდებენ A და B ტიპებს. ე.ი. ადამიანებში ვირუსის, სულ მცირე, ორი სახეობა გავრცელდა. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ცხოველიდან ადამიანზე კორონავირუსის პირველი გადაცემა დაახლოებით 2019 წლის 18 ნოემბერს დაფიქსირდა და ის ეკუთვნოდა B ტიპს. მათ კორონავირუსის B ტიპი მხოლოდ იმ ადამიანებში აღმოაჩინეს, რომლებსაც უშუალო კავშირი ჰქონდათ ჰუნანის ბაზართან. კვლევის ავტორები თვლიან, რომ A ტიპი ადამიანებში ცხოველიდან გადავიდა, B ტიპის ინფექციის გავრცელების შემდეგ, რამდენიმე კვირის ან თუნდაც დღის განმავლობაში. კორონავირუსის A ტიპი აღმოჩენილია იმ ადამიანებისგან აღებულ ნიმუშებში, რომლებიც ცხოვრობდნენ ან იმყოფებოდნენ ბაზართან ახლოს.
”ეს დასკვნები მიუთითებს იმაზე, რომ 2019 წლის ნოემბრამდე ადამიანებში SARS-CoV-2-ის ფართოდ გავრცელება ნაკლებად სავარაუდოა. როგორც კორონავირუსის სხვა შტამების შემთხვევაში მოხდა, SARS-CoV-2-ის გაჩენა, სავარაუდოდ, მრავალი ზოონოზური დაავადების შედეგი იყო. ალბათობა იმისა, რომ ასეთი ვირუსი ორი განსხვავებული დაავადებისგან ჩნდება, დაბალია. ეს მოვლენა ზედიზედ ორჯერ განმეორდა, რაც წესით თაობაში ერთხელ ხდება. პანდემიები მართლაც იშვიათია, მაგრამ როგორც კი ყველა პირობა იქმნება, ისინი თავს იჩენს, როგორც ზოონოზური ვირუსი, რომელიც ადამიანებს შორის სწრაფად გადამდებია,“ - თქვა კვლევის თანაავტორმა ჯოელ ვერტეიმმა, კალიფორნიის უნივერსიტეტის მედიცინის ასოცირებულმა პროფესორმა.
როგორც თანამკვლევარმა კრისტიან ანდერსენმა განაცხადა, კვლევები საბოლოოდ არ უარყოფს ვირუსის ლაბორატორიიდან გაჟონვის თეორიას, მაგრამ ძალიან დამაჯერებელია, რადგან მათ შეცვალეს აზრი ვირუსის წარმოშობის შესახებ.
”ანალიზის საფუძველზე, დავრწმუნდი, რომ რეალურად მონაცემები ამ კონკრეტულ (ჰუნანის ზღვის პროდუქტების) ბაზარზე მიუთითებს,“ - თქვა კრისტიან ანდერსენმა.
ასევე მაიკლ ვორობეიმ აღნიშნა, რომ ზღვის პროდუქტების ბაზართან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური შემთხვევების სიჭარბე "მირაჟი არ არის".
მომავალი პანდემიის ალბათობის შესამცირებლად, მკვლევარები იმედოვნებენ, რომ ზუსტად განსაზღვრავენ, რომელი ცხოველი შეიძლება დაინფიცირდეს პირველად და როგორ. ”პანდემიური პოტენციალის მქონე ზოონოზური ვირუსის ინგრედიენტები ჯერ კიდევ იმალება ველურ სამყაროში. მსოფლიომ გაცილებით უკეთესად უნდა იმუშაოს ცხოველებზე მეთვალყურეობისა და მონიტორინგის მიზნით და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში სხვა პოტენციური საფრთხეების შესამცირებლად,“ - თქვა კვლევის თანაავტორმა ჯოელ ვერტჰეიმმა.
0
0
სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი გადაიდო
16/11/2024