05/11/2021
12:24
საზოგადოება
„2018 წლიდან, საქართველოში, კანაფის და მისი პროდუქტების მოხმარება ლეგალურია. ამის მიუხედავად, ქვეყანაში ადამიანების დევნა მაინც გრძელდება. იუსტიციის სამინისტროსგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ 311 ადამიანი პრობაციონერია, ხოლო 84 ადამიანი სასჯელს იხდის კანაფის და მისი პროდუქტების მოხმარება, შეძენა-შენახვაზე. ასეთი მონაცემები გვაქვს იმ პროდუქტზე, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ ლეგალურად გამოაცხადა.
ჩვენ ახლა შემოგვაქვს კანონპროექტი, რომლითაც სისხლის სამართლის სფეროდან საერთოდ ამოდის მცენარე კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებული ურთიერთობები და ეს იქნება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმე. ამ კანონპროექტით ეს ქმედება ისევ რჩება ადმინისტრაციული სამართლის რეგულირების ქვეშ. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში კანაფის გამო ციხეში არც ახლა და არც მომავალში არავინ არ იჯდება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
0
0