ავტომობილი განათების ბოძს დაეჯახა - არის მსხვრეპლი
15/09/2024
23:46
საზოგადოება
A-
+A
ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ერთი მძიმედ დაშავდა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.
როგორც ირკვევა, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი განათების ბოძს შეეჯახა და ამოტრიალდა. ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალია.
რაც შეეხება დაშავებულს, იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.
0
0
271
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%