04/11/2024
15:12
მსოფლიო
ჩრდილოეთ ინდოეთის შტატ უტარახანდში, ავტობუსის ავარიის შედეგად, სულ მცირე, 36 ადამიანი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე - დაშავდა.
როგორც შტატის მთავარმა მინისტრმა პუშკარ სინგ დამიმ განაცხადა, უბედური შემთხვევა ჰიმალაის მთების სისტემის ზონაში, ალმორას რაიონში მოხდა.
„რაიონულ გამგეობას სასწრაფოდ სამაშველო სამუშაოების ჩატარება დაევალა“, - წერს სინგ დამი X-ზე.
ოფიციალური პირებისა და ინდური მედიის ინფორმაციით, ავტობუსი მოცურდა და ჰიმალაის ხეობაში, 60 მეტრის სიმაღლიდან ჩავარდა. ზოგიერთი დაშავებული გადაუდებელი მკურნალობის ჩასატარებლად საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავტობუსში, რომელიც მთლიანად განადგურდა, სულ მცირე, 42 მგზავრი იმყოფებოდა.
ჰიმალაის რეგიონში, სამთო გზებზე ავტოავარიები ხშირია, რაც ძირითადად გამოწვეულია მოძველებული მანქანებით მოძრაობით, გზების არასათანადო მოვლა-პატრონობითა და უსწორმასწორო რელიეფზე დაუდევრად მართვით. ამ რეგიონში, ავარიების შედეგად, ყოველწლიურად, ასობით ათასი ადამიანი იღუპება.
0
0