12/12/2021
18:36
მსოფლიო
სამი კვირის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო დამატებითი შეზღუდვები იყო დაწესებული. შეზღუდვები ქვეყნის შიგნით რეგიონების მიხედვით განსხვავდებოდა.
ზოგიერთ რეგიონში რესტორნებისა და სასტუმროების გახსნა იგეგმება. მიუხედავად ამისა, მთელს ქვეყანაში რესტორნები 11 საათზე დაიხურება და ნიღბის ტარება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საჯარო სივრცეებსა და მაღაზიებში სავალდებულო იქნება.
კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა, გასულ კვირას აღნიშნა, რომ ავსტრიის ცხრა რეგიონიდან თითოეულში შეზღუდვები შეიძლება გამკაცრდეს ადგილობრივი სიტუაციიდან გამომდინარე.
არავაქცინირებული ადამიანებს კი ლოკდაუნში ყოფნა მოუწევთ, გამონაკლისების გარდა, როცა მათ მაღაზიებში სიარული, ექიმთან ვიზიტი ან ვარჯიში დასჭირდებათ.
ავსტრიის ოფიციალურმა პირებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლები აუცილებელია ვირუსის გასაკონტროლებლად. მოსახლეობის მხოლოდ 67.7% არის სრულად ვაქცინირებული, რაც შედარებით დაბალი მაჩვენებელია დასავლეთ ევროპისთვის.
ამ ზომებს შორის არის ვაქცინის ეროვნული მანდატი, რომელიც ძალაში 14 წელზე უფროსი ასაკის ყველა მაცხოვრებლისთვის თებერვალში შევა.
0
0