30/09/2024
14:34
მსოფლიო
Dailymail-ის ინფორმაციით, სიდნეიში, თამბაქოს მაღაზიის ვიტრინის კედელზე რეპერ შონ "დიდი" ქომბსისა [P Diddy] და კანადელი პოპ-მოღერლის ჯასტინ ბიბერის ამსახველმა "შემზარავმა" ნახატმა ავსტრალიელების აღშფოთება გამოიწვია. კლივლენდის ქუჩაზე მდებარე მაღაზია Pro Art Sydney საკვებს, საღებავს, ფუნჯებსა და თამბაქოს ყიდის.
როგორც Dailymail-ი წერს, კედელზე შესრულებულ ნახატზე, ქომბსი „თვალებგაფართოებულ“ ბიბერს შეჰყურებს, მათ შორის კი, ბავშვის ზეთის ბოთლია გამოსახული. ბევრი ავსტრალიელი ამტკიცებს, რომ აღნიშნული „ნამუშევარი სამარცხვინოა“ ქომბსის დაპატიმრებისა და მის მიმართ წაყენებული ბრალდებების გათვალისწინებით. მათი თქმით, „უაღრესად ამაზრზენი ნახატია. ვინც თვლის, რომ ეს სასაცილოა, ჭკუასუსტია. ეს არა მხოლოდ ჯასტინ ბიბერის, არამედ მსოფლიოში სექსუალური ძალადობის ყველა მსხვერპლის მიმართ უპატივცემულობაა“.
თუმცა, როგორც მაღაზიის მფლობელმა უინსტონ კულიმ Daily Mail-ს განუცხადა, ხალხის 95% ნახატს "სასაცილოდ" მიიჩნევს, ხოლო დანარჩენი 5% ის კრიტიკოსები არიან, რომლებიც მის მაღაზიაში არ შესულან.
”ვიღაც ყოველთვის განაწყენდება. ამ ნახატს რაიმე ღრმა მნიშვნელობა არ აქვს და არც ხალხის მიმართ შეურაცხყოფას გამოხატავს. ნახატს უახლოეს დღეებში წავშლით კედლიდან. მე უბრალოდ ბიზნესს ვაწარმოებ. ვიფიქრეთ, რა სიახლეც იქნებოდა ამ მომენტში, იმ შინაარსის გამომხატველი მიმი დაგვეხატა კედელზე და ეს ყველაფერი P Diddy-სა და საბავშვო ზეთს ეხებოდა”, - თქვა უინსტონ კულიმ.
როგორც ცნობილია, სექტემბრის დასაწყისში, 54 წლის ამერიკელი რეპერი შონ "დიდი" ქომბსი ნიუ-იორკში დააკავეს. ქომბსს ბრალი სექსუალურ ტრეფიკინგთან, რეკეტთან, შანტაჟსა და ძალადობასთან დაკავშირებით წაუყენეს და, თუ დამნაშავედ ცნობენ, სავარაუდოდ, 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
ყველაზე შემზარავი ფაქტი იყო ის, რომ მარტში, ლოს-ანჯელესსა და მაიმიში P Diddy-ს სახლების ჩხრეკისას, ფედერალურმა აგენტებმა ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს, რომლებსაც წაშლილი ჰქონდათ სერიული ნომრები, ასევე იპოვეს საბავშვო ზეთებისა და ლუბრიკანტების ათასამდე ბოთლი. სწორედ მას შემდეგ მოექცა ინტენსიური ყურადღების ქვეშ ჯასტინ ბიბერის ადრინდელი მჭიდრო კავშირი „რეპუტაციაშელახულ“ რეპერთან - ინტერნეტში გავრცელებულ იმ შემაშფოთებელი ვიდეოების გამო, რომლებშიც ჩანს, რომ 15 წლის ბიბერი ქომბსთან ერთად, წვეულებაზე „48 საათს ატარებს“.
0
0