26/01/2024
11:00
ეკონომიკა
ავოკადოს იმპორტი ყველა დროის მაქსიმუმზეა. სტატისტიკის ეროვნული სამსახური მონაცემებით, 2023 წელს ქვეყანაში 1,700 ტონა (2,557 მლნ აშშ დოლარის) პროდუქტი შემოვიდა, რაც საგარეო ვაჭრობის პორტალზე გამოქვეყნებულ, ყველა წლის მაჩვენებელს აჭარბებს.
საქსტატის მიხედვით, 2022 წელს ავოკადოს იმპორტმა 998.6 ტონა (1,587 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა, 2021 წელს 420.3 ტონა (1,170 მლნ აშშ დოლარი), 2020 წელს - 310 ტონა (838.1 მლნ აშშ დოლარი) და ა.შ.
უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის, 2009 წელს, საიდანაც საგარეო ვაჭრობის პორტალზე მონაცემი ქვეყნდება, საქართველოში მხოლოდ 3.89 ტონა (10.9 ათასი აშშ დოლარი) ავოკადო შემოვიდა.
რაც შეეხება ღირებულებას, წელს საქართველოს ავოკადო საშუალოდ, 9 თეთრით გაუიაფდა. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2023 წელს 1 კგ პროდუქტი საშუალოდ 1,50 აშშ დოლარი დაჯდა, 2022 წელს კი 1,59 აშშ დოლარი.
გასულ წელს ავოკადო ყველაზე დიდი რაოდენობით თურქეთიდან შემოვიდა, რომელზეც მთლიანი იმპორტის 54,6% მოდის, მას მოსდევს ნიდერლანდები 42,9%-ით.
უფრო კონკრეტულად:
თურქეთი - 928.5 ტონა (309.9 ათასი აშშ დოლარი)
ნიდერლანდები - 728.8 ტონა (2,212 მლნ აშშ დოლარი)
კენია - 43.4 ტონა (33.6 ათასი აშშ დოლარი)
საფრანგეთ - 0.07 ტონა (1 200 აშშ დოლარი)
რაც შეეხება ექსპორტს,2023 წელს საქართველოდან 398 ტონა (1,181 მლნ აშშ დოლარის) ავოკადო გავიდა, რაც ასევე წინა წლების მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად აჭარბებს. 2022 წელს ექსპორტირებული იყო 267.3 ტონა (765.8 ათასი აშშ დოლარი), 2021 წელს - 103.4 ტონა (385 ათასი აშშ დოლარი) და ა.შ.
სტატისტიკის ეროვნულ სამსახურზე დაყრდნობით, გამოდის 2023 წელს საქართველომ 1 კგ ავოკადო საშუალოდ, 2,9-3 აშშ დოლარად გაყიდა, 2022 წელს კი 2,87 აშშ დოლარად.
წყარო - bpn.ge
0
0