01/09/2022
11:30
მსოფლიო
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისკენ გაემგზავრა. საერთაშორისო ექსპერტები სააგენტოს დირექტორის რაფაელ გროსის ხელმძღვანელობით სადგურზე მუშაობას სავარაუდოდ დღეიდან შეუდგებიან.
როგორც სასტუმროს დატოვებისას მედიასთან საუბრისას გროსმა განაცხადა, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო განიხილავს ზაპოროჟიეს სადგურზე მუდმივმოქმედი წარმომადგენლების ყოლის შესაძლებლობას, რაც სპეციალისტებს იქ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით რეგულარული, საიმედო, მიუკერძოებელი მონაცემების მიღების საშუალებას მისცემს.
„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი მისია გვაქვს შესასრულებელი. როგორც იცით, დაუყოვნებლივ შევუდგებით ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე უსაფრთხოების სიტუაციის შეფასებას. ჩვენ კავშირი გვექნება ობიექტის პერსონალთან. მე ვაპირებ, განვიხილო სადგურზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მუდმივი წარმომადგენლობის დაწესების შესაძლებლობა, რაც აუცილებელია სიტუაციის სტაბილიზაციისთვის და იქ არსებული ვითარების შესახებ რეგულარული, საიმედო, მიუკერძოებელი, ნეიტრალური მონაცემების მისაღებად“, – განაცხადა რაფაელ გროსმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ინფორმირებულია რაიონში სამხედრო აქტივობების ინტენსივობის გაზრდის შესახებ და უკრაინის სამხედრო წარმომადგენლობამ მისიას არსებულ რისკებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.
ზაპოროჟიეს ატომურ სადგურს უკვე რამდენიმე თვეა, რუსული ძალები აკონტროლებენ. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ატომურ სადგურზე ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა.
0
0
თბილისში აფეთქება მოხდა
17/11/2024