05/10/2022
12:14
მსოფლიო
სამიზნე ასტეროიდის ბუნებრივმა თანამგზავრმა, რომელსაც NASA-ს კოსმოსური ხომალდი შეეჯახა, ნამსხვრევების კვალი დატოვა. ნაკვალევი მცურავ კოსმოსურ მტვერს ჰგავს და გადაჭიმულია ათასობით კილომეტრზე; მოსალოდნელია, რომ ის კიდევ უფრო გაიზრდება, სანამ თანამგზავრი მთლიანად არ დაიშლება.
მოვლენის ამსახველი კადრი - კომეტის მსგავსი ფიგურის სურათი ჩილედან ასტრონომებმა SOAR (ასტროფიზიკური კვლევის) ტელესკოპით გადაიღეს.
NASA-მ კოსმოსური ხომალდი გასულ კვირას გაუშვა იმის შესამოწმებლად, შესაძლებელია თუ არა დედამიწაზე შექმნილი ტექნოლოგიით საშიში ასტეროიდების ტრაექტორიის შეცვლა, თუმცა თავად კოსმოსური ხომალდი საფრთხის შემცველი არ არის. მეცნიერები მუშაობენ იმის დასადგენად, იყო თუ არა NASA-ს მცდელობა წარმატებული და შეიცვალა თუ არა ასტეროიდის ტრაექტორია.
აშშ-ის საზღვაო კვლევითი ლაბორატორიის მეცნიერმა მაიკლ ნაითმა განაცხადა, რომ ასტეროიდის ნამსხვრევების კვალს მომდევნო კვირებისა და თვეების განმავლობაში დააკვირდებიან.
წყარო: https://www.bbc.com/news/science-environment-63140097
0
0