09/10/2024
23:45
მსოფლიო
აშშ ყოველთვის დაუჭერს მხარს ისრაელის უფლებას, რომ თავს დაესხას ტერორისტულ სამიზნეებს. ასე უპასუხა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ჟურნალისტს კითხვაზე, უჭერს თუ არა მხარს აშშ ისრაელის ახალ სამხედრო ოპერაციას ღაზის ჩრდილოეთით.
„ჩვენ კვლავ ვართ შეშფოთებული, რომ ღაზაში პოლიტიკური გეგმის, მომდევნო დღის გეგმის გარეშე, ისრაელი ჩაეფლობა ამ ტიპის ოპერაციების ჩატარებაში გარკვეული დროის განმავლობაში, რაც მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებს მოუტანს პალესტინელ ხალხს და რეალურ უსაფრთხოების პრობლემებს შეუქმნის ისრაელელ ხალხს“, – ამბობს მილერი.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ასევე აცხადებს, რომ აშშ-ს კვლავ სურს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელება ღაზაში. თუმცა, „ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი კვლავ არ არის მზად მოლაპარაკებებში ჩასართავად – როგორც ეს რამდენიმე კვირის განმავლობაში იყო.
„სავარაუდოდ, გონივრულია დავასკვნათ, რომ ის აკვირდება, რა ხდება ჩრდილოეთში, აკვირდება ირანის თავდასხმებს ისრაელზე და ფიქრობს, რომ შესაძლოა, მიიღოს ის, რაც ყოველთვის სურდა – სრულმასშტაბიანი რეგიონული ომი“,- განაცხადა მილერმა.
0
0
„ბორჯღალოსნები“ იტალიის ნაკრებს 17:6 უგებენ
17/11/2024
თბილისში აფეთქება მოხდა
17/11/2024