01/06/2022
16:42
მსოფლიო
კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით "ცეცხლზე ნავთს ასხამს". პესკოვი აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ამერიკა უკრაინას თანამედროვე სარაკეტო სისტემებს გადასცემს.
"გვჯერა, რომ შეერთებული შტატები მიზანმიმართულად და გულმოდგინედ ასხამს ცეცხლზე ნავთს. [...] ეს მიწოდება ხელს არ უწყობს უკრაინის მთავრობის სურვილს, რომ განაახლონ სამშვიდობო მოლაპარაკებები". – თქვა პესკოვმა.
ჯერჯერობით, უცნობია თუ ზუსტად რა ტიპის სარაკეტო სისტემებს მიიღებს უკრაინა. ბაიდენმა აღნიშნა, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის თანამედროვე შეიარაღებით, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო ჯაველინებით, ჰაერსაწინააღმდეგო სტინგერებით, დიდი სიმძლავრის არტილერიითა და დამიზნებათი სისტემებით, დრონებით, Mi-27-ის ტიპის ვერტმფრენებით, რადარებითა და ტყვია-წამლით დახმარებას.
0
0