13/11/2024
18:32
მსოფლიო
აშშ უკრაინის დახმარებას აძლიერებს, რომ ჰქონდეს თავდაცვის საშუალება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ბრიუსელში ვიზიტს დროს განაცხადა.
აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ვაშინგტონმა კიევს სექტემბერში რვა მილიარდი დოლარი გამოუყო უსაფრთხოების დახმარების სახით, რამდენიმე კვირის წინ კი ნახევარი მილიარდი დოლარი.
ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს სურს, რომ დახმარება სრულად მიეწოდოს უკრაინას 20 იანვრამდე.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უკრაინაში რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კორეის ჯარების განთავსების საფრთხეზე ისაუბრა.
„ჩვენ ახლა ვხედავთ ჩრდილოეთ კორეის ძალების შეყვანას ბრძოლაში და ეს არის ღრმა და წარმოუდგენლად საშიში განვითარება ორი თვალსაზრისით. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ეს ამწვავებს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და ეს არის ღრმა შეშფოთების საგანი ყველასთვის ნატო-ს მაგიდის გარშემო, მაგრამ ეს ასევე ორმხრივი გზაა. რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობა მუშაობს ორივე მიმართულებით და არის ღრმა შეშფოთება იმის შესახებ, თუ რას აკეთებს ან შეიძლება, აკეთებდეს რუსეთი ჩრდილოეთ კორეის შესაძლებლობების გასაძლიერებლად, მისი სარაკეტო სიმძლავრის, მისი ბირთვული სიმძლავრის. ეს ასევე ეხება გამოცდილებას, რომელსაც ჩრდილოეთ კორეის ძალები იღებენ მცდელობებში რუსეთის მხარდასაჭერად უკრაინის წინააღმდეგ“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
0
0