16/10/2024
10:55
მსოფლიო
პენტაგონის სპიკერის მოადგილემ საბრინა სინგმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ განათავსებს უკრაინის მახლობლად THAAD-ის საშუალო რადიუსის რაკეტების ჩამჭრელ სისტემას რუსული რაკეტებისა და დრონების ჩამოსაგდებად, როგორც ამას ისრაელისთვის აკეთებს.
კითხვაზე, რატომ განათავსებს აშშ ისრაელში THAAD-ის სისტემას ირანული ბალისტიკური რაკეტებისგან დასაცავად, მაგრამ ამას არ აკეთებს ნატოს ქვეყნებში, რათა დასავლეთ უკრაინა რუსული თავდასხმებისგან დაიცვას, სინგმა აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი ერთმანეთისგან განსხვავებულია.
„ეს არის სხვადასხვა ომი, სხვადასხვა რეგიონი და სხვადასხვა ვალდებულება ისრაელისა და უკრაინის წინაშე,” - განმარტა მან.
ამავდროულად, დეპარტამენტის წარმომადგენელმა ბრიფინგზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავდაცვის დეპარტამენტი და აშშ-ის მთავრობა აგრძელებენ ისრაელისა და უკრაინის მხარდაჭერას მათი თავდაცვის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
0
0