06/10/2022
10:47
მსოფლიო
„ამერიკული სადაზვერვო სააგენტოები მიიჩნევენ, რომ კრემლის პროპაგანდისტის ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის დარია დუგინას მკვლელობა უკრაინის ხელისუფლების მიერ განხორციელებული ფარული ოპერაციის შედეგი იყო“, - ამის შესახებ The New York Times იტყობინება.
გამოცემა წერს, შეერთებული შტატების ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მათ არაფერი იცოდნენ ასეთი ოპერაციის მომზადების შესახებ.
ისინი ასევე აცხადებენ, რომ დუგინას გარდაცვალების გამო უკრაინის ხელმძღვანელობას უკვე უსაყვედურეს. თუმცა, როგორც გამოცემა წერს, უკრაინის ხელისუფლება მკვლელობაში მათ მონაწილეობას უარყოფს.
შეერთებულ შტატებში ვარაუდობენ, რომ დუგინას ლიკვიდაციის უკან შესაძლოა უკრაინის ხელისუფლების ცალკეული ნაწილი იყოს, დანარჩენებმა კი ამის შესახებ არც იცოდნენ.
ზოგიერთი ამერიკელი ჩინოვნიკი მიიჩნევს, რომ უკრაინის ხელისუფლების რეალური მიზანი იყო არა დუგინას, არამედ მამის ალექსანდრე დუგინის ლიკვიდირება.
„დამნაშავეებმა, რომლებმაც მანქანა ააფეთქეს, ფიქრობდნენ, რომ მანქანაში დუგინი ჩასხდებოდა“, - წერს გამოცემა.
ცნობისთვის, მოსკოვის ოლქში რუსი პროპაგანდისტის ალექსანდრ დუგინის მანქანა ააფეთქეს, რომელშიც მისი შვილი დარია დუგინა იმყოფებოდა.
0
0