აშშ-ში ტორნადოს შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-ს აჭარბებს
13/12/2021
11:28
მსოფლიო
A-
+A
აშშ-ის კენტუკის შტატში, დამანგრეველი ტორნადოს შედეგად, სავარაუდოდ, 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. კენტუკის გუბერნატორის, ენდი ბეშიარის თქმით, გადარჩენილების პოვნის იმედი ქრება.
სტიქიამ ათასობით ადამიანის საცხოვრებელი სახლი დაანგრია; ზარალის ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
ასევე, განსაკუთრებით დაზიანდა ქალაქი მეიფილდი (Mayfield), სადაც სახანძრო სადგურისა და მერიის შენობები მთლიანად ჩამოინგრა. ტორნადოს შედეგად, ნაწილობრივ ჩამოინგრა კომპანია Amazon-ის საწყობი ილინოისის შტატში; ნანგრევებში მოყოლილი 6 ადამიანი დაიღუპა.
შშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ყველაზე მეტად დაზარალებულ რაიონებში მოსახლეობის დახმარების უზრუველყოფის ბრძანება გასცა.
მანამდე აშშ-ში ყველაზე ძლიერი ტორნადო - მისურის შტატში - 1925 წლის მარტში დაფიქსირდა, რომელსაც 695 ადამიანი ემსხვერპლა.
0
0
456
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%