27/04/2023
14:35
სპორტი
“მე დავბრუნდი” – საპატიმროს დატოვების შემდეგ ცნობილი სპორტსმენი ავთანდილ ხურციძე სოციალურ ქსელში პირველად გამოჩნდა.
როგორც სპორტსმენის ოჯახში აცხადებენ, საპატიმროს დატოვების შემდეგ ის ამერიკაში რჩება და აქტიურ სპორტში დაბრუნებას გეგმავს.
მოკრივეს მშობლების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მათი შვილი საქართველოს სახელით ასპარეზობდა, დაკავების შემდეგ შვილის გათავისუფლებაში ქართულ მხარეს მონაწილეობა არ მიუღია.
“ამერიკაში რჩება და აქტიურ სპორტში დაბრუნებას გეგმავს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილი საქართველოს სახელით ასპარეზობდა და ჩვენს ქვეყანას უამრავი წამატება მოუტანა, მას არავინ დახმარებია”, – აცხადებს სპორტსმენის მამა.
ავთანდილ ხურციძე 2017 წელს ამერიკაში დააკავეს, მას ბრალად რუსულ კრიმინალურ დაჯგუფებასთან კავშირი ედებოდა. სპორტსმენს 10-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა საპყრობილე ვადაზე ადრე, 4-წლიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა.
0
0