26/09/2022
10:43
მსოფლიო
აშშ-ს აქვს სამოქმედო გეგმა რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა „სიბიესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ბლინკენის თქმით, ბირთვული იარაღის საფრთხეზე ვაშინგტონს ჰქონდა კონტაქტი მოსკოვთან, რადგან მნიშვნელოვანია რუსეთს ესმოდეს, რომ შედეგები უმძიმესი იქნება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თუ რუსეთი შეწყვეტს ბრძოლას, ომი დასრულდება, თუ უკრაინა შეწყვეტს, უკრაინა დასრულდება.
„ჩვენ მოვისმინეთ ბევრი უპასუხისმგებლო რიტორიკა ვლადიმერ პუტინისგან, მაგრამ ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ ყველამ ვიმოქმედოთ პასუხისმგებლობით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ამგვარ რიტორიკას. ვლადიმერ პუტინს აქვს ნათელი გამოსავალი ომიდან, რომელიც დაიწყო, რომ დაასრულოს ომი. ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებას კატასტროფული შედეგები მოჰყვება – რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის, რომელიც იყენებს მას – მაგრამ ასევე მრავალი სხვისთვის.
პრეზიდენტმა ბაიდენმა გადაწყვიტა და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დავეხმაროთ უკრაინელებს დაიცვან თავი. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სხვა ქვეყნები გავაერთიანოთ რუსეთზე ზეწოლისთვის. ჩვენ ასევე გვსურს, რომ ეს ომი არ გაფართოვდეს“, – თქვა ენტონი ბლინკენმა.
0
0