აშშ მიიჩნევს, რომ ისრაელმა ირანზე თავდასხმისთვის შესაძლო სამიზნეების დიაპაზონი შეამცირა - NBC
13/10/2024
11:15
მსოფლიო
A-
+A
აშშ-ის ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ ისრაელმა შეამცირა იმ სამიზნეების დიაპაზონი, რომელზეც ირანის მასიური სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ საჰაერო იერიშს აპირებდა. ამის შესახებ მათ NBC News-ს კონფიდენციალურად განუცხადეს.
აშშ-ის შეფასებით, ისრაელი გეგმავს თავდასხმას ენერგეტიკულ და სამხედრო ინფრასტრუქტურაზე. ისრაელმა სავარაუდოდ, გამორიცხა თავდასხმები ბირთვულ ობიექტებზე და ირანის ოფიციალური პირების ლიკვიდირება.
NBC News-ის წყაროები ამბობენ, რომ ისრაელის საპასუხო დარტყმის დრო გაურკვეველია, ისევე როგორც ამ პასუხის საბოლოო ფორმა, მაგრამ ისრაელის სამხედროები მზად არიან იმოქმედონ ნებისმიერ დროს, როგორც კი ბრძანებას მიიღებენ.
1-ელ ოქტომბერს ირანმა ისრაელის წინააღმდეგ 180 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
0
0
92
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%