აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში კამალა ჰარისის მხარდაჭერის შესახებ ვლადიმერ პუტინის განცხადება ხუმრობა იყო - ლავროვი
21/09/2024
15:50
მსოფლიო
A-
+A
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში კამალა ჰარისის მხარდაჭერის შესახებ ვლადიმერ პუტინის განცხადება ხუმრობა იყო, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა Sky News Arabia-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ეს ხუმრობა იყო. პრეზიდენტ პუტინს კარგი იუმორის გრძნობა აქვს, ინტერვიუებისას და განცხადებებისას ხშირად ხუმრობს“, - განაცხადა ლავროვმა.
სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ აშშ-ის მიმდინარე და მომდევნო საარჩევნო კამპანიების მიმართ რუსეთის მიდგომაში განსხვავებები არ არსებობს.
„მე განსხვავებებს არც აშშ-ში მიმდინარე საარჩევნო კამპანიასთან და არც მომავალ საარჩევნო კამპანიებთან დაკავშირებით ვხედავ. იმიტომ, რომ იქ საყოველთაოდ ცნობილი „საიდუმლო მმართველობა“ მოქმედებს“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
0
0
36
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%