აშშ-ის არჩევნებში 78 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო უკვე მონაწილეობა
04/11/2024
19:30
მსოფლიო
A-
+A
აშშ-ის არჩევნებში უკვე 78 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. როგორც „ბიბისი“ წერს, ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და რამდენიმე შტატმა ადრეული ხმის მიცემის პროცესში აქტივობის რეკორდი დაამყარა.
ადრეული ხმის მიცემის საერთო რაოდენობის მიხედვით, ჩრდილოეთ კაროლინას შტატი ლიდერობს. ამასთან, აღნიშული პროცესი გრძელდება სამ მერყევ შტატში: მიჩიგანში, ვისკონსინსა და პენსილვანიაში.
როგორც ვარაუდობენ, არჩევნების ბედს შვიდი ე.წ მერყევი შტატი განსაზღვრავს, რომლის შედეგებიც არაპროგნოზირებადია.
აშშ-ში არჩევნები 5 ნოემბერს ჩატარდება, ხოლო არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება. აშშ-ის ისტორიაში ეს მე-60 საპრეზიდენტო ინაუგურაცია იქნება.
0
0
72
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%