28/12/2023
13:12
კონფლიქტები
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ბიჭვინთაში მდებარე სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას უკანონო წოდებას უწოდებს. ვაშინგტონი მოუწოდებს მოსკოვს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გაეროს წესდებით ნაკისრი ვალდებულებები, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა.
„აშშ გმობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიწების რუსეთისთვის გადაცემის უკანონო მცდელობებს. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის მუდმივი ოკუპაცია ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - განაცხადა მილერმა.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა, 27 დეკემბერს, დილით, რიგგარეშე სხდომაზე, რუსულ-აფხაზური შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა ბიჭვინთაში მდებარე სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ. დოკუმენტი უკვე დაამტკიცა აფხაზეთის ლიდერმა ასლან ბჟანიამ. ზოგიერთმა ოპოზიციონერმა და საზოგადო მოღვაწემ ხელისუფლების გადაწყვეტილებას "სამარცხვინო" უწოდა და მისი გაუქმება მოითხოვა.
0
0