17/12/2023
13:11
კონფლიქტები
რუსეთის საგარეო დაზვერვის დირექტორის, სერგეი ნარიშკინის თქმით, აშშ და მისი პარტნიორები პოსტსაბჭოთა სივრცეში გაყინული კონფლიქტების გაცოცხლებას ცდილობენ. ამის შესახებ ნარიშკინმა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) სახელმწიფოების უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების უფროსების XIX შეხვედრაზე ისაუბრა.
შეხვედრაზე ნარიშკინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ე.წ. "მეორე ფრონტის" პროპაგანდისტული ნარატივი.
"პოსტსაბჭოთა სივრცის შერყევის მცდელობით, აშშ და მისი სატელიტები ცდილობენ გააცოცხლონ დნესტრისპირეთის კონფლიქტი, გახსნან მეორე ფრონტი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და ამით ამიერკავკასიაში დესტაბილიზაცია გამოიწვიონ" – თქვა ნარიშკინმა.
მან ასევე შეხვედრაზე აღნიშნა, რომ აშშ-ს "აგრესიული პოლიტიკა" დსთ-ს რეგიონის დესტაბილიზაციისთვის გაძლიერდება.
0
0