08/09/2023
22:58
სპორტი
ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ საქართველოს ნაკრებთან მატჩის 1:7 დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია თამაშის შეფასებისას თქვა, რომ ამ სხვაობით მოგებას არ ელოდა და ამასთან აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრები კარგი გუნდია და მომავალში მისგან კარგ შედეგებს ელოდება.
„თამაშის წინ ყოველთვის რთულია შედეგში დარწმუნებული იყო, მით უმეტეს ასეთ ანგარიშში. თუმცა, ჩემი გუნდი 90 წუთი კონცენტრირებული და თავდაჯერებული იყო, ამ შედეგს ზურგს უმაგრებს დიდი ხნის შრომა, ფეხბურთელების ნიჭი და ნდობა. ძალიან გვიხარია ეს შედეგი, მაგრამ რასაკვირველია, წინასწარ ამაზე ფიქრი რთული იყო.
დიახ, შედეგის მიუხედავად აზრი არ შემიცვლია, ისევ ვფიქრობ, რომ საქართველო კარგი გუნდია, მათ ჩვენნაირ მეტოქესთან მოუწიათ თამაში, ჩვენ კი წამითაც არ მოვდუნდით. ამ შედეგის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, საქართველოს ნაკრები კარგი გუნდია და მომავალში კარგ შედეგებს აჩვენებს“, - თქვა დე ლა ფუენტემ.
შეგახსენებთ, რომ 8 სექტემბერს “დინამო არენაზე” საქართველო-ესპანეთის მატჩი 1:7 ესპანეთის გამარჯვებით დასრულდა. საქართველოს ნაკრებს A ჯგუფში, ოთხ შეხვედრაში 4 ქულა აქვს.
საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას 12 სექტემბერს ნორვეგიასთან ჩაატარებს. მატჩში ოსლოში 22:45 საათზე გაიმართება..
0
0
სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი გადაიდო
16/11/2024