ასაცრელად პრაქტიკულად აღარ მოდიან - თენგიზ ცერცვაძე
18/10/2021
13:33
საზოგადოება
A-
+A
აცრის მსურველი მხოლოდ 4 ათასი ადამიანია. აღნიშნულიდან უმეტესობა მეორე დოზის გასაკეთებლად მიდის, ასაცრელები კი პრაქტიკულად აღარ მოდიან, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ გადაცემა „იმედის დღეში“ სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად მაღალია გარდაცვალებისა და ახალი შემთხვევების რაოდენობა და მოქალაქეები აღნიშნულის გამო სოციალურ ქსელებშიც შეშფოთებას გამოხატავენ, ასეთ ვითარებაშიც კი აცრილთა რაოდენობა სულ უფრო მცირდება.
„რატომ უწყობს ეს ხალხი საბოტაჟს თავის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, გაუგებარია! საბოლო ჯამში, ქვეყანას აზარალებს. ის, რომ ვკარგავთ ათეულობით ადამიანს, ჩვენნაირი ქვეყნისთვის ეს ძალიან მტკივნეულია. ამასთან, ეს ხომ ძაბავს სიტუაციას ქვეყანაში. ისედაც პოლარიზებულია საზოგადოება! კიდევ უფრო მეტი დაძაბულობა შემოაქვს. ირღვევა ეკონომიკა, რომელიც ძლივს აღორძინდა. კლებულობს შემოსავლები. ეს სიტუაცია ნორმალური ცხოვრებისგან სულ უფრო გვაშორებს“, - განაცხადა ცერცვაძემ.
0
0
439
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%