18/10/2022
18:06
სამართალი
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე პირი დააკავა.
ინფორმაცია ოფიციალურად ჯერჯერობით არ დასტურდება, თუმცა შსს-ში ჩანიშნულ ბრიფინგზე განცხადება, სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით გაკეთდება.
ინფორმაციისთვის, შსს-ში ბრიფინგი 18:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0
0