02/12/2021
14:38
პოლიტიკა
“წეღან ახსენეთ ჩემი შვილი ედუარდი, რომლის სწავლაზეც დავხარჯეთ თანხა, როდესაც ის სწავლობდა ამერიკულ აკადემიაში. შეგიძლიათ გადაამოწმოთ ამერიკული აკადემიის არქივებში, ის იყო ყველა დროის საუკთესო კურსდამთავრებული. მეგობრებო 2013 წელს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თუ არ ვცდები 5 მილიონი გადავარიცხე ქართველი სტუდენტების უცხოეთში სწავლისთვის, 6.3 მილიონი იყო. [მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ უკარნახა, რომ ეს რიცხვი 6.3 მილიონი იყო] თქვენ რამდენი გადარიცხეთ?!” – თქვა სააკაშვილმა.
პროკურორებმა შეახსენეს, რომ ეს ბიუჯეტის ფული იყო და დარბაზში მცირე კამათიც იყო.
სააკაშვილი საუბარს თავის შვილზე აგრძელებს:
“ედუარდი ერთადერთი ქართველია, რომელსაც გინესის რეკორდების წიგნში შევიდა კომპიუტერთან დაკავშირებულ რაღაც რეკორდით. მარტო ამისთვის ეკუთვნოდა მას სრული დაფინანსება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არცერთ კანონში არ წერია, რომ პრეზიდენტის შვილის დაფინანსება არ უნდა მოხდეს. ეს არის ნიჭიერი ადამიანი, რომელიც ხშირად არ მეთანხმება. მე ძალიან ვამაყობ ჩემი შვილით”, – თქვა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ყველა სტუდენტი, ვინც 50 საუკეთესოში ხვდებოდა ავტომატურად საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსებას იღებდა. ამავდროულად ჩამოყავდათ უცხოელი მასწავლებლები ინგლისურის სწავლისთვის, რათა მარტო მის შვილს არ ჰქონოდა ინგლისურის სწავლის შესაძლებლობა.
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024