20/07/2022
13:06
მსოფლიო
2000 წლისწინანდელი ციხესიმაგრე, რომელიც აშენებულია მთის ფერდობზე, ახლანდელი ერაყის ტერიტორიაზე, ქურთისტანში, შესაძლოა დაკარგული სამეფო ქალაქის (სახელად ნატუნია) ნაწილი იყოს. დრონით გადაღებული ფოტოების დახმარებით, არქეოლოგებმა ეს ადგილი 2009-2022 წლებში შეარჩიეს და გათხრები აწარმოეს.
ზაგროსის მთებში მდებარე ქვის ციხე-სიმაგრე რაბანა-მერქული მოიცავს 4 კმ-იან ციხე-სიმაგრეებს, ორ პატარა დასახლებას, მოჩუქურთმებულ კლდის რელიეფებსა და რელიგიურ კომპლექსს. ციხე-სიმაგრე ადიაბენეს საზღვარზე მდებარეობდა - მცირე სამეფოში, რომელსაც ადგილობრივი დინასტიის მეფეები მართავდნენ. გერმანიის ჰაიდელბერგის უნივერსიტეტისა და ახლო აღმოსავლეთის არქეოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარის, მაიკლ ბრაუნის ხელმძღვანელობით ჩატარებული კვლევის მიხედვით, ეს მმართველები ეთაყვანებოდნენ მეზობელ პართიის იმპერიას, რომელიც, დაახლოებით 2000 წლის წინ, ვრცელდებოდა ირანისა და მესოპოტამიის ტერიტორიის ნაწილებზე.
„ციხე-სიმაგრის შესასვლელთან ჩუქურთმები, ფიგურის ჩაცმულობის მიხედვით, ადიაბენის მეფეს ასახავს. ციხე-სიმაგრე, სავარაუდოდ, სამეფო ქალაქს წარმოადგენდა, რომელიც ცნობილია როგორც ნატუნია, ანუ ნატუნისაროკერტა - ადიაბენის სამეფოს ნაწილი. ნატუნია მხოლოდ იქვე ნაპოვნი იშვიათი მონეტებიდან არის ცნობილი, მის შესახებ არ არსებობს რაიმე დეტალური ისტორიული ცნობა. აქ ასევე არის რამდენიმე უჩვეულო სტილის სამარხი. ჩუქურთმებით გამოსახული მეფე შეიძლება ნატუნიას დამაარსებელი, ნატუნისარი ან პირდაპირი შთამომავალი იყოს.“, - თქვა ბრაუნმა.
კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ რეგიონში „დაკარგული“ ადგილის სახელწოდება ნატუნისაროკერტა შედგენილია სამეფო სახელის ნატუნისარის მიხედვით, რომელიც ადიაბენების სამეფო დინასტიის დამაარსებელია, ის ასევე პართიული სიტყვაა და თხრილს ან სამხედრო გამაგრებას ნიშნავს.
„მთავარი დასახლება, რომელიც განლაგებულია მაღალმთიან და დაბლობ ზონებს შორის კვეთაზე, სავარაუდოა, რომ, სხვა საკითხებთან ერთად, შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო, პასტორალურ ტომებთან ვაჭრობისთვის, დიპლომატიური კავშირების შესანარჩუნებლად ან სამხედრო ზეწოლის განსახორციელებლად“, - თქვა ბრაუნმა.
კვლევაში ნათქვამია, რომ აღმოჩენა ავსებს მეცნიერთა ცოდნას პართიის შესახებ არქეოლოგიური და ისტორიული კუთხით.
0
0