06/10/2022
11:58
მსოფლიო
ისრაელის ქალაქ ბანიასში, არქეოლოგებმა სუფთა ოქროსგან ჩამოსხმული 44 ბიზანტიური მონეტა აღმოაჩინეს, რომლებიც მე-7 საუკუნით თარიღდება. განძი კედელში იყო დამალული.
ექსპერტების შეფასებით, ოქრო დაახლოებით 170 გ-ს იწონის. მათი ვარაუდით, მონეტების მფლობელმა ისინი კედელში 635 წელს, მუსლიმური დაპყრობის დროს დამალა. ეს აღმოჩენა მეცნიერებს დამატებით ცნობებს მიაწვდის ამ რეგიონში ბიზანტიის მმართველობის ბოლო წლებზე.
ნუმიზმატიკის ექსპერტი გაბრიელა ბიჯოვსკი ამბობს, რომ ზოგიერთი მონეტა იმპერატორ ფოკას (602-610 წწ.) ეკუთვნოდა, ხოლო უმეტესობა - მის მემკვიდრეს - ჰერაკლიუსს.
ბანიასს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქრისტიანულ ტრადიციაში, რადგან ეს ის ადგილია, სადაც იესომ პეტრე მოციქულს უთხრა: "ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას..."
ოქროს მონეტების გარდა, არექოლოგებმა ძველი ქალაქის საცხოვრებელ კვარტალში მიმდინარე გათხრების დროს ასევე აღმოაჩინეს შენობების ნანგრევები, წყლის არხები და მილები, ბრინჯაოს მონეტები და სხვ.
წყარო: https://www.bbc.com/news/world-middle-east-63122180
0
0