07/08/2023
23:10
კულტურა
ჯგუფ "ქუჩის ბიჭებს" საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ტურნე ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების გათვალისწინებით, ჯგუფმა ტურნე შეწყვიტა;
ირაკლი ნოზაძე ფეისბუკზე მიმართვას ავრცელებს:
"შოვის ტრაგედია მთლიანად საქართველოს გულის ტკივილია. მთელ საქართველოს თანავუგრძნობთ... ჩვენი კონცერტი, რომლის აფიშაც სოციალურ ქსელში გამოჩნდა, არ ჩატარდება; არის პერიოდი, როდესაც უბრალოდ არ გემღერება…" - ამბობს ირაკლი.
ზურა ხაჩიძის განცხადებით კი, საუბარია სამი კონცერტის გაუქმებაზე, რომელიც ჩანიშნული იყო წყალტუბოში, რუსთავსა და ბათუმში...
“გულწრფელ მწუხარებას გამოვთქვამთ და ვიზიარებთ ჩვენი დაღუპული მოქალაქეების ოჯახების ტკივილს. წარმოუდგენელია ტკივილი, რომელსაც ჩვენი თანამოქალაქეები განიცდიან; ვუერთდებით, თანავუგრძნობთ და მზად ვართ ვიდგეთ ყველგან, სადაც საჭირო იქნება..” - ამბობს ზურა ხაჩიძე.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024