10/07/2024
11:06
სპორტი
ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე კოპა ამერიკაზე პირველი ფინალისტი გამოვლინდა. ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა, არგენტინამ ნახევარფინალში 2:0 დაამარცხა კანადა და გადამწყვეტ მატჩში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.
მსოფლიოს ჩემპიონმა თითო ტაიმში თითო გოლის გატანა მოახერხა: 22-ე წუთზე ანგარიში გახსნა ხულიან ალვარესმა, 51-ე წუთზე კი ლიონელ მესიმ საბოლოოდ გააფორმა თავისი გუნდის გამარჯვება.
მესისთვის ეს იყო პირველი გოლი ამ კოპა ამერიკაზე. ლეგენდარული არგენტინელი გახდა მეორე მოთამაშე ისტორიაში, ვინც მეექვსე კოპა ამერიკაზე (2007, 2015, 2016, 2019, 2021 и 2024) შეძლო გოლის გატანა. ადრე ასეთი რამ მხოლოდ ბრაზილიელმა ზიზინიომ (1942, 1945, 1946, 1949, 1953 და 1957) შეძლო.
არგენტინა ფინალში ურუგვაისა და კოლუმბიას შორის მოგებულს შეხვდება.
არგენტინა-კანადა 2:0
გოლები: 1:0 ხ. ალვარესი (22), 2:0 მესი (51)
არგენტინა: ე. მარტინესი, მონტიელი (71. მოლინა), რომერო, ლ. მარტინესი, ტალიაფიკო (64. ოტამენდი), დი მარია (78. ნ. გონსალესი), მაკალისტერი (78. პალასიოსი), დე პაული, ე. ფერნანდესი, მესი, ხ. ალვარესი (78. ლ. მარტინესი).
0
0