11/10/2024
21:01
არჩევნები 2024
მისასალმებელია, რომ მისიამ თავის ანგარიშში ხაზი გაუსვა იმ წუხილებს, რომლებიც არსებობს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების პოლიტიკურ მიზნებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ, ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მისიას მიაწოდეს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ნაწილის პარტიული კავშირების შესახებ მტკიცებულებები. ასევე, გორდულაძემ აღნიშნა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე მიმდინარეობს, რაც ანომალიური და მიუღებელია, თუმცა საზოგადოება მომზადებულია და საკმარისადაა ინფორმირებული იმისთვის, რომ 2020 წლის არჩევნებისას გამოყენებული სცენარები აღარ განმეორდეს.
„ჩვენ მისიას მივაწოდეთ მტკიცებულებები სადამკვირვებლო ორგანიზაციების ნაწილის პარტიული კავშირების და პოლიტიკური მიზნების შესახებ. იმედი გვაქვს, რომ შემდგომ ანგარიშში ეს დეტალებიც სათანადოდ აისახება.
ეს არჩევნები მიმდინარეობს უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე და ფაქტობრივად, ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია წარიმართება გარედან, რაც ყოვლად ანომალიური და მიუღებელია. აღნიშნულთან დაკავშირებით ოდირის წარმომადგენლებს გადავეცით კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულებები და იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ანგარიშში საბოლოოდ აისახება ეს დარღვევები. ნებისმიერ შემთხვევაში, დღეს საზოგადოება არჩევნებს ხვდება ბევრად მომზადებული და უკეთ ინფორმირებული იმისთვის, რომ 2020 წლის არჩევნებზე ნაცადი სცენარები აღარ განმეორდეს.“ - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
0
0