07/11/2024
10:09
სამართალი
არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, ამჯერად, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე იკითხება.
როგორც სასამართლოში შესვლამდე ჯაფარიძემ მედიასთან განაცხადა, ინტერნეტი სავსეა მტკიცებულებებით, თუ როგორ მოიპარეს არჩევნები და თუ ვინმეს მართლა აინტერესებს გამოძიება, ამის პრობლემა არ არის.
„ნუ, რასაც აკეთებენ ცალსახად არის, რომ ერთი რომ მე მაცდენენ და სხვებსაც აცდენენ. გავა დრო და ალბათ ფიქრობენ, რომ ამით ვიღაცებს შეაშინებენ, სხვებს ალბათ. მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რა მოხდა არჩევნებზე და როგორ მოიპარეს არჩევანი, სავსეა ინტერნეტი. თუ ვინმეს მართლა აინტერესებს გამოძიება, მაგის გამოძიება პრობლემა არ არის. არც ამ მტკიცებულებების მიკვლევაა პრობლემა. მათ შორის, არა ერთი ანგარიში დაიწერა, იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა არჩევნებზე. დანარჩენს ვნახავთ. რასაც მკითხავენ, რომ გამოვალ მოგიყვებით,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.
0
0