19/11/2024
09:59
პოლიტიკა
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესებას უნგრეთი და სლოვაკეთი ეწინააღმდეგება, ეჭვს გამოთქვამს ბულგარეთი და იტალიაც.
თავის მხრივ, გერმანია წინააღმდეგია, რომ ევროკავშირმა საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩეროს.
„[საქართველოს] საკითხზე ცალსახა გადაწყვეტილება არ მიღებულა. იყო ფართო დისკუსია“, - თქვა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ იან ლიპავსკიმ, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
რადიო თავისუფლების ცნობითვე, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის აზრთა სხვადასხვაობა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარეკ ეშტოკის კომენტარმაც გამოავლინა. მან თქვა:
„ჩვენ მივიღეთ ქართველი ხალხის გადაწყვეტილება. ეს ლეგიტიმური გადაწყვეტილებაა. გვესმის, რომ იყო გარკვეული პრობლემები, მაგრამ ამას საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიხედოს“. - წერია სტატიაში.
ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. [სრულად]
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024