არავითარი სანდოობა არ აქვს ლევან თარხნიშვილის მიერ ჩატარებულ კვლევებს, IPSOS-ის სახელს რომ იყენებენ, ესეც ყველასთვის ცნობილია - პრემიერი
28/10/2021
14:47
პოლიტიკა
A-
+A
ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ არავითარი სანდოობა არ აქვს ლევან თარხნიშვილის მიერ ჩატარებულ კვლევებს. IPSOS-ის სახელს რომ იყენებენ, ესეც ყველასთვის ძალიან კარგად ცნობილია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა IPSOS-ის კვლევას გუშინ მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებული „ტრიუმფალური ღონისძიების“ გადაფარვის უსუსური მცდელობა უწოდა.
„ლევან თარხნიშვილის მიერ გაყალბებული კვლევები ნამდვილად არ არის საინტერესო ჩვენთვის. ეს არის მორიგი უსუსური მცდელობა იმისა, რომ გუშინდელი, ეს მართლაც ტრიუმფალური ღონისძიება, გადაეფარათ რაიმენაირად და ამ ყველაფერს ძალიან მალე, 2 დღეში, მთელი მოსახლეობა, ჩვენი საზოგადოება იხილავს, რომ არჩევნების მეორე ტური დასრულდება, რა თქმა უნდა, ჩვენი გამარჯვებით,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
0
0
273
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%