16/02/2022
12:31
მსოფლიო
„დიდი ქვეყნის დიდო ერო, დილა მშვიდობისა! დღეს მნიშვნელოვანი დღეა – ყველას ერთიანობის დღე. ჩვენ ვართ განსხვავებულები, სხვადასხვა ასაკის, სხვადასხვა სქესის, სხვადასხვა ქალაქიდან, რეგიონიდან, სხვადასხვა პროფესიის, განსხვავებული ნიჭის, განსხვავებული ცოდნის, ენების, რელიგიის, მაგრამ ჩვენ გვაერთიანებს ერთი სურვილი: ვიცხოვროთ მშვიდად, ბედნიერად, როგორც ერთი ოჯახი, ბავშვებთან, მშობლებთან. და ჩვენ გვაქვს ამ ყველაფრის სრული უფლება, რადგან სახლში ვართ, უკრაინაში ვართ. და არავის არ შეუყვარდება ჩვენი სახლი ისე, როგორც ჩვენ გვიყვარს. და არავის, მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია, ერთად დავიცვათ ჩვენი სახლი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ერთიანობის დღეს წამყვანი ეროვნული და რეგიონული ტელეარხები ერთიანობის მარათონს აჩვენებენ. გადაცემებში ისეთი სოციალურ-პოლიტიკური საკითხები გაშუქდება, რომლებიც უკრაინელებს ყველაზე მეტად აინტერესებთ და აწუხებთ.
0
0