21/10/2021
12:47
საზოგადოება
მისი თქმით, „თელასი“ დაჯარიმდა 50 ათასი ლარით, ხოლო „თელმიკო“ 75 ათასი ლარით.
„კომპანიებს მიეცათ ერთთვიანი ვადა ყველაფრის მოსაწესრიგებლად, შესაბამისად, მათ მიერ მოხდა რეაგირება „სემეკის“ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. დაკორექტირდა 650 ათასი აბონენტის მონაცემი, საიდანაც 400 ათასი დაკორექტირდა. კორექტირების შედეგად, ზედმეტად დარიცხული თანხები შეადგენს მილიონ სამასი ათას ლარზე მეტს. მათ შორის, თითქმის 200 ათასამდე აბონენტის მონაცემები „თელასმა“ დააკორექტირა, 200 ათასზე ოდნავ ნაკლები „თელმიკოს“ მიერ. მომხმარებლებს ეს დაკორექტირებული თანხები აესახათ ბაზაში და მოკლეტექსტური შეტყობინებები გაგეგზავნათ. თუ მაინც, მომხმარებლები ჩათვლიან ან ნახავენ, რომ კვლავაც ადგილი აქვს არასწორ დარიცხვას, მარეგულირებელი კომისია მზად არის, მიიღოს ყველა განაცხადი. ორივე კომპანია გავაფრთხლეთ, რომ ადგილი კვლავ ექნება მრიცხველის ჩვენების არასწორად წაკითხვას და არასწორი დარიცხვები მოხდება, მარეგულირებელი კომისია კვლავაც იმსჯელებს ამ საკითხზე და უკვე ჯარიმების ოდენობა გაორმაგდება კანონის შესაბამისად“, – განაცხადა ნარმანიამ.
0
0