05/01/2022
12:39
სამართალი
ვიდეოში ჩანს, როგორ უკეთებს არასრულწლოვანი ბიჭი მეცხრე კლასელ გოგოს ხელზე ბეჭედს.
ადგილობრივები და ოჯახის ახლობლები ამ ფაქტს უარყოფენ და აცხადებენ, რომ მსგავსი რამ არ მომხდარა.
მოზარდი გოგოს ბაბუა, რომელიც ასევე სოფელ ფერმის საჯარო სკოლის დირექტორია, ამბობს, რომ ეს ნიშნობა არ ყოფილა, გოგონას დაბადების დღე ჰქონდა და ბეჭედი საჩუქარია.
"არაფერი ქორწილი არ ყოფილა, ცრუ ინფორმაციაა. ბავშვი ოჯახშია, სახლშია, ყველანი თავის ოჯახებში არიან და ყველაფერი ტყუილია. ვიღაცამ ვიღაცას საჩუქარი რომ მიუტანოს, ეგ რამეს ნიშნავს? ჩვენთან დაბადების დღეებს ეგრე იხდიან ხოლმე, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ 18 წლის ზევით არის ქორწინება და არა 18 წლამდე," - ამბობს მოზარდის ბაბუა, სოფელ ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი შახალ ისმაილოვი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საკითხის შესწავლა უკვე დაწყებული აქვს. პროცესებში ჩართულია ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური სამსახური და განათლების სამინისტროს რესურს ცენტრი.
წყარო : რუსთავი 2
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024