არასდროს უნდა დავთმოთ აფხაზეთი ან სამხრეთი ოსეთი, ესენი ქართული მიწებია: ნატოს ძალების ყოფილი მთავარსარდალი
30/03/2022
23:37
მსოფლიო
A-
+A
„ჩემ შემდეგ ყველა ნატოს ძალების მეთაურიც დაგიდასტურებთ, რომ სამხედრო გადმოსახედიდან, საქართველომ უკვე საჭიროზე მეტი გააკეთა ნატოსთვის“, – ამის შესახებ ნატოს ძალების ყოფილი მთავარსარდალმა, გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ისაუბრა.
რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ ისევე როგორც უკრაინა, საქართველო რუსულ ოკუპაციას არასოდეს უნდა შეეგუოს.
„ჩემი პრინციპული პოზიცია ასეთია – არ უნდა დავეთანხმოთ არაფერს, რასაც პრეზიდენტი ზელენსკი არ დაეთანხმებოდა. აქ საქმე ის არაა, რა უნდა ან რა აძლევს ხელს დასავლეთს უკრაინისთვის – მთავარი ისაა, რა უნდა უკრაინას და მის პრეზიდენტს საკუთარი ხალხისთვის. ვფიქრობ, მან უნდა მოითხოვოს ტერიტორიების დაბრუნება, უკლებლივ ყველასი, და ჩვენ არ უნდა ვეცადოთ, მას ვუბიძგოთ, რომ რამე ნაკლებს დათანხმდეს. ისევე, როგორც არასდროს უნდა დავთმოთ აფხაზეთი ან სამხრეთი ოსეთი. ესენი ქართული მიწებია, ისევე როგორც დონბასი და ყირიმია უკრაინული მიწები. რუსულ ოკუპაციას არასდროს უნდა დავყაბულდეთ”, – განაცხადა ბრიდლავმა.
0
0
456
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%