26/10/2024
13:20
არჩევნები 2024
ყიზილაჯლოს 74-ე საარჩევნო უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს მომავლის აკადემიის“ წარმომადგენელი თინათინ ნოზაძე აცხადებს, ფიზიკური დაპირისპირების შედეგად ადამიანები დაშავდნენ, ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე მოქალაქე, სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც ნოზაძე აცხადებს, ის ადგილზე სიტუაციას აკვირდებოდა.
მისივე განმარტებით, უთითებდა პირებს, რომელსაც მარკირებას არ უკეთებდნენ, რის გამოც, მას უთხრეს, რომ ოთახი უნდა დაეტოვებინათ და ემუქრებოდნენ.
დამკვირვებლის თქმით, გარკვეული პირები ამომრჩეველს კაბინაში უყურებდნენ თუ ვის აძლევდა ხმას, სწორედ აღნიშნულის გამო, მისი უბნიდან გაძევება სურდათ.
„ამის შემდეგ გაურკვეველი ჯგუფი შემოვარდა. მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, გაზი გაუშვეს“,- განაცხადა ნოზაძემ.
ამ წუთას ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული და სიტუაცია დასტაბილურებულია.
0
0