08/06/2022
10:14
მსოფლიო
რუსეთთან, იმპერიალისტურ, ტერორისტულ სახელმწიფოსთან დიალოგი ან თანამშრომლობა, მის მიმართ დაშოშმინების პოლიტიკის გატარება ან მასთან კომპრომისზე წასვლა არ შეიძლება, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ვილნიუსში, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მჯერა, რომ ახლა არავის აქვს ილუზია რუსეთთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთის მხრიდან სამხედრო საფრთხე არ გაქრება. ის დარჩება გრძელვადიან საფრთხედ მთელი ევროატლანტიკური ზონისთვის", - აღნიშნა პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ.
მისი თქმით, რუსეთი „სისტემატურად აძლიერებს თავის უსაფრთხოებას სხვა სუვერენული სახელმწიფოების ხარჯზე, სასტიკად არღვევს ტერიტორიული მთლიანობის, ეროვნული სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს“.
ლიეტუვის პრეზიდენტმა დემოკრატიულ სამყაროს რუსეთის ქმედებების წინააღმდეგ მტკიცე რეაგირებისკენ მოუწოდა.
0
0