11/10/2021
12:53
პოლიტიკა
იოსელიანის თქმით, არ შეუერთდებიან იმ პარტიის აქციას, რომელიც ყოველდღიურად ბრალს სდებს „მოქალაქეებს“ „ქართულ ოცნებასთან“ გარიგებაში.
„პარტია „მოქალაქეები“ არ ვუერთდებით არც ერთ აქციას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მხარდამჭერი პარტიების მიერაა ორგანიზებული. ეს არის კონკრეტული პარტიის აქცია მისი ლიდერის მხარდასაჭერად. მათ აქციის ჩატარების უფლება აქვთ და აქციას რომ აანონსებენ, გასაგებია. ჩვენ ამ აქციას როგორ უნდა შევუერთდეთ? იმ პარტიის აქციას, რომელიც ყოველდღიურად ბრალს გვდებს „ქართულ ოცნებასთან“ გარიგებაში. პარტიას, რომელსაც 0,5% აკლია თბილისში, რომ ბარიერი გადალახოს და სავარაუდოდ საკრებულოში ჩვენი კანდიდატი ვერ შევა. ვიღაცასთან გარიგებულები რომ ვიყოთ 0,5% იქნებოდა პრობლემა? საქართველოს მასშტაბით უბნების თითქმის 20% გადაითვალა, 800-ზე მეტი უბანია გადათვლილი და აცდენა 0,1%-ია. ყველაფერი დავითვალეთ, ე.ი. შესაბამისი ხმები ვერ მიიღო, კი ბატონო, შემდეგში უკეთესად იმუშავებს და მიიღებს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
0
0