20/10/2024
12:59
არჩევნები 2024
დღეს ძალიან ბევრი უნდა გავიდეთ იმიტომ, რომ ერთმანეთის პოზიტიური ენერგიით, გამარჯვების რწმენით ავავსოთ ის ხალხიც, ვინც დღეს მერყეობს და ჰგონია, რომ ცვლილებები მასზე დამოკიდებული არ არის, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ დღეს დაგეგმილ პროევროპულ მარშთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო არ შეიძლება იყოს ღარიბი და დაქუცმაცებული, რასაც ხალხის ერთიანობა და სიმრავლე დაამარცხებს.
„დღევანდელ აქციაზე უნდა გავიდეთ არა ევროპისთვის, არამედ საქართველოსთვის, ჩვენი ოჯახებისთვის იმიტომ, რომ საქართველო ჩვენ ვართ. არ შეიძლება საქართველო იყოს ღარიბი, შეშინებული, დათრგუნული, დაქუცმაცებული. სწორედ ამიტომ, ჩვენი ერთიანობა, ჩვენი სიმრავლე გადამწყვეტია მტრისთვისაც და მოყვრისთვისაც.
დღეს ძალიან ბევრი უნდა გავიდეთ იმიტომ, რომ ერთმანეთის პოზიტიური ენერგიით, გამარჯვების რწმენით ავავსოთ ის ხალხიც, ვინც დღეს მერყეობს და ჰგონია, რომ ცვლილებები მასზე არ არის დამოკიდებული.
საქართველოს გამარჯვება იწყება მაშინ, როცა თითოეული ჩვენგანი ვირწმუნებთ, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია, ჩვენ ბევრი ვართ, საქართველო ჩვენ ვართ. დღეს ყველანი აქციაზე და 26 ოქტომბერს ყველანი ისტორიულ არჩევნებზე“, - განაცხადა მანჯგალაძემ.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024