08/05/2024
22:56
სამართალი
არსებული ინფორმაციით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს, დიმა ჩიქოვანს სცემეს.
ჩიქოვანის თქმით, თავდასხმის დროს სოლოლაკში, საკუთარ სახლთან მარტო იყო.
"კარგად ვარ, კარგად ვარ. მაგრამ ეს არის რეჟიმის დასასრული. ეს არის ბოლო. ანუ, ვერ შეგვაშინებენ, ეს არის ბოლო. ეს არის წარმოუდგენელი რამ. ყველა კარგად ვიქნებით არაფერი არ დაგვემართება და "ქართული ოცნება" დამთავრდება. რუსული რეჟიმი ამ ქვეყანაში ვერ იარსებებს ვერასდროს.
ზონდერ-დაჯგუფებები, ესენი არიან მშიშრები. ამ ქვეყანას ვერ გაარუსებენ, ეს არის რუსული მეთოდები და ისინი არიან დამთავრებულები.
მე მინდა მივმართო ჩემს თანამებრძოლებს, მეგობრებს, რომლებიც უკვე კვირებია, ვდგავართ ქუჩაში და ვაპროტესტებთ იმას, იმ რუსულ კანონს...
ნუ, არაფერი, არაფერი არ მოხდა. ვერაფერს ვერ გვიზამენ. ეს არის დასასრული", - აცხადებს ჩიქოვანი.
მისი ფოტო მედიით გავრცელდა.
არსებული ინფორმაციით ის კლინიკაშია გადაყვანილი.
ცნობისთვის, დიმა ჩიქოვანი დავით კეზერაშვილის ცოლის ძმაა.
0
0