22/12/2022
10:37
სამართალი
რამდენიმე წუთის წინ კლინიკა "ვივამედში" მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია მივიდა.
დღევანდელ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით, გიული ალასანიამ თქვა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს პროცესში მონაწილეობის უფლებას არ მისცემენ, ხელისუფლების მხრიდან მისი უფლებების კიდევ ერთი უხეში დარღვევა იქნება.
"ყველაფერი შესაძლებელია, არ ვიცი არაფერი, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ველოდები, არ ვიცი [ჩართავენ თუ არა] საერთოდ არ გამოვრიცხავ არაფერს. გუშინ დილით ვნახე, მაგრამ საერთოდ არ გვილაპარაკია ამ თემაზე",- ამბობს გიული ალასანია.
არსებული ინფორმაციით, პროცესის დაწყებამდე მიხეილ სააკაშვილს ადვოკატი, ილია ლომია მოინახულებს.
ცნობისთვის, სასამართლო პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული. ამ დრომდე უცნობია ჩართავენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს დისტანციურად საკუთარ სასამართლო პროცესზე. ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია "ვივამედის" არცერთ წარმომადგენელს.
0
0
„ბორჯღალოსნები“ იტალიის ნაკრებს 17:6 უგებენ
17/11/2024
თბილისში აფეთქება მოხდა
17/11/2024