01/08/2024
22:38
სპორტი
ილია სულამანიძე ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორია.
მის პირველ კომენტარს პარიზიდან ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს, რომელშიც ჩანს, ვერცხლის მიუხედავად, როგორ იმედგაცრუებულია ჩვენებური.
,,ძალიან მობილიზებული ვიყავი, ასეთ ფორმაში და განწყობით, არც ერთ შეჯიბრზე არ ვყოფილვარ. ჩემზე მეტად არავის სტკივა გული... ჩემზე მეტად არავის სტკივა გული, ახლა, ამ მომენტში... მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მხარს მიჭერდა ბავშვობიდან... მინდა მადლობა ჩემს მშობლებს, მწვრთნელებს გადავუხადო, ყველას, ვინც მხარში მედგა... გამოვასწორებ, , არ დავყრი რა ფარ-ხმალს, სულ ვიბრძოლებ თქვენი გულების გასახარად“, - ამბობს ილია ვიდეოში.
შეგახსენებთ, რომ ძიუდოისტი ილია სულამანიძე (100 კგ) ოლიმპიური თამაშების ფინალში აზერბაიჯანელ ათლეტს, ზელიმ კოცოევს დუპირსპირდა და სამწუხაროდ დამარცხდა. მთელი ბრძოლა ქართველს მიჰყავდა, ბოლო წამებამდე ვაზრით იგებდა კიდეც, თუმცა ბოლო 12 წამში მიღებული გაფრთხილებების გამო ის შეხვედრიდან მოხსნეს.
0
0