30/06/2023
10:51
კულტურა
თუ ერთი ადამიანი მაინც მოვა და დაასახელებს, რომ ქალბატონი თეა წულუკიანის მინისტრობის დროს, სახელმწიფოსგან მიღებული დაფინანსებით, მასთან მივიდა ვინმე კულტურის სამინისტროდან და მოსთხოვა რაიმე ტიპის პარტიული პროპაგანდის გატარება, შეუსწორა რამე, დაუცენზურა, ასეთი ადამიანი არ არსებობს, - ამის შესახებ კინოცენტრის კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ბაჩო ოდიშარიამ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„მე უფრო მაღალი წარმოდგენების ვარ იმ ადამიანებზე, ვინც თუნდაც ხმაურით აპროტესტებს. კარგად ვიცი, რომ მათ ზუსტად გაიგეს, რას ვგულისხმობდი იმაში, რომ კონიუნქტურული კინო შეიქმნა საქართველოში და ეს ტრაგედიაზე აგებული სიუჟეტი... ეს მარტო ჩემი მოსაზრება არ არის, ფესტივალებზეც ეუბნებიან ამას“, - აღნიშნა ოდიშარიამ.
ბაჩო ოდიშარია კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციასაც გამოეხმაურა.
მისი განმარტებით, კინოცენტრის რეორგანიზაცია გამოიწვია იმან, რომ იქ აქამდე არანაირი განახლება არ ჩატარებულა.
„ვგულისხმობ ინსტიტუციურ განახლებას. ის სამუშაო ხელსაწყოები, რომელიც აქვს კინოცენტრს, ვერ არის ისეთი ეფექტიანი, რომელიც სჭირდებათ დღევანდელ დროში იმ ადამიანებს, რომლებიც არიან უშუალოდ კინოცენტრის ფოკუს ჯგუფი“, - განაცხადა ოდიშარიამ.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024