14/06/2024
09:21
სამართალი
სამოქალაქო აქტივისტს, ბექა პაპაშვილს, რომელმაც “ქართული ოცნების” დეპუტატს, ბექა ოდიშარიას "რუსი მონა" დაუძახა, 3 ადამიანი თავს დაესხა. ამის შესახებ პაპაშვილმა TV პირველზე ჩართვის დროს ისაუბრა.
"სუპერმარკეტ "ფრესკოში" ვიყავი, რა დროსაც შევამჩნიე, რომ იქ იყო ბექა ოდიშარია, რომელიც რუსულ კანონზე ხელმომწერია. მას თავისი სახელი დავუძახე - ის არის ბიძინა ივანიშვილის მონა და პასუხს ვთხოვდი, ქვეყანა რატომ გაყიდა და ახალგაზრდებს მომავალს რატომ გვინადგურებს. მისმა დაცვამ საშუალება არ მომცა, რომ ოდიშარიამდე მივსულიყავი.
შემდეგ, როცა გარეთ გავედი, 2 წთ მოვანდომე, რომ ჩემს მეგობარს დავლოდებოდი და ამ დროს, მისი ზონდერები მოვარდნენ. ოდიშარიას შვილიც ერთ-ერთი ზონდერი აღმოჩნდა, რომელმაც პირდაპირ, ამაყად თქვა, ოდიშარიას შვილი ვარო. 3 ადამიანი ფიზიკურად გამისწორდა". - თქვა პაპაშვილმა.
პაპაშვილი ამბობს, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატმა მას სიტყვიერი შეურცახყოფაც მიაყენა.
ბექა პაპაშვილმა Facebook-ზე ვიდეო გაავრცელა, სადაც ის ქართული ოცნების დეპუტატს, ბექა ოდიშარიას "რუს მონას" ეძახის.
""შემთხვევით, ფრესკოში რუსი ოდიშარია შემხვდა. თავისუფალი მოქალაქის წინააღმდეგობა ყველგან დაგხვდებათ. ქვეყნის გაყიდვისთვის პასუხს ყოველთვის მოგკითხავთ". - წერს პაპაშვილი და ფრესკოში გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს.
0
0