11/11/2024
13:15
პოლიტიკა
აქციის მონაწილეებმა, რომლებიც დილიდან ორბელიანის სასახლესთან იყვნენ შეკრებილი, სასტუმრო „რუმსთან“ გადაინაცვლეს, სადაც ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდება.
აქციის მონაწილეებს ადგილზე ევროკავშირისა და საქართველოს დროშები აქვთ მიტანილი, ასევე ბანერები წარწერებით: „მადლობა“, „სანქციები ივანიშვილის“.
აქციის მონაწილეების თქმით, მათი მთავარი მიზანია, ევროპელ პოლიტიკოსებს დაანახონ, რომ ქართული საზოგადოება 26-ს ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.
ცნობისთვის, აქციაზე იმყოფებიან „კოალიცია ცვლილებისთვის“, ორგანიზაცია „დაიტოვეს“ წევრები და მოქალაქეები.
თავდაპირველად აქციის მონაწილეები პრეზიდენტის სასახლესთან იმყოფებოდნენ, სადაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპელ პოლიტიკოსებს შეხვდა.
ევროპელი პოლიტიკოსებისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარტნიორი ქვეყნების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან.
ipn.ge
0
0