07/06/2024
16:42
სამართალი
ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ. პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
სამართალდამცავებმა ორივე პირი იარაღის უკანონო შენახვისა და ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკიანი დროშების ფლობის გამო აიყვანეს. ორიდან ერთმა ადვოკატზე უარი თქვა. ერთ-ერთი ბრალდებული კი ამტკიცებს, რომ ის წლებია ბათუმის ბაზარში ხილით ვაჭრობს და ტერორისტულ ორგანიზაციასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
გიორგი წულუკიძეს და გიორგი ლავასოღლის წინააღმეგ თავდაპირველად გამოძიება ტერორიზმის მუხლით დაიწყო, თუმცა საბოლოოდ, მათ გამოძიება მხოლოდ დიდი რაოდენობით იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება.
გიორგი წულუკიძის ადვოკატმა პროცესზე დაკავებულის გათავისუფლების სანაცვლოდ 10 ათას ლარიანი გირაოს გადახის შუამდგომლობა დააყენა.
სხდომა დაუხურულია, რადგან საქმეს გრიფი ადევს.
0
0